რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების (რთე/რთ) პრეზიდენტმა, სტივენ კაპუსმა განაცხადა, რომ 15 სექტემბერს დატოვებს თანამდებობას.
ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“
ავრცელებს.
სტივენ კაპუსი 2024 წლის იანვრიდან ედგა სათავეში მედიაკორპორაციას.
„ჩემთვის დიდი პატივი იყო ამ თანამდებობაზე ყოფნა, მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ჟურნალისტური ორგანიზაციის ხელმძღვანელობა. დიდად მადლიერი ვარ ჩვენი ჟურნალისტებისა და თანამშრომლებისა საქმისადმი მათი ერთგულებისთვის, პროფესიონალიზმისა და სიმტკიცისთვის უზარმაზარი ზეწოლის პირობებში“, - განაცხადა კაპუსმა.
რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებით, კორპორაციის პრეზიდენტის თანამდებობას დაიკავებს ლიზა კერტისი.
უახლოეს დრომდე ის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი და ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონის უსაფრთხოების პროგრამის დირექტორი იყო ახალი ამერიკული უსაფრთხოების ცენტრში.
კერტისი რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების დირექტორთა საბჭოში შედიოდა 2022 წლის სექტემბრიდან, 2024 წლის ივლისიდან კი მისი თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა. 2026 წლის 6 ივნისს კერტისმა რთე/რთ-ის დირექტორთა საბჭო დატოვა.