თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ვიცე-პრემიერის, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, მამუკა მდინარაძის შეურაცხყოფის ფაქტზე ერთი პირი 4 000 ლარით დააჯარიმა.
აღნიშნული ფაქტი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ გამოავლინა და რეაგირებისთვის სასამართლოს მიმართა.
როგორც ცნობილია, მოქალაქე ივანე კოდელაშვილმა სოციალურ ქსელში, ერთ-ერთი მედიის პოსტზე მამუკა მდინარაძეს შეურაცხყოფა მიაყენა. სასამართლოში საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით მიმდინარეობდა. პროცესს თავად ივანე კოდელაშვილი არ დასწრებია.