იტალიის ფეხბურთის ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს #1TVSPORT
დღეს, 20:01
ჯოვანი მალაგო იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს, - ამის შესახებ ორგანიზაციის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება.

ამ თანამდებობაზე 67 წლის მალაგომ გაბრიელე გრავინა შეცვალა, რომელიც ფედერაციას რვა წელი ხელმძღვანელობდა და დატოვა პოსტი მას შემდეგ, რაც იტალიამ ზედიზედ მესამედ ვერ შეძლო მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა.

მალაგოს ხმა მისცა ამომრჩეველთა 68.58 პროცენტმა, მისმა კონკურენტმა ხმების 29.17 პროცენტი მიიღო. ბიულეტენების 2.25 პროცენტი ცარიელი აღმოჩნდა.

მალაგო 2013-15 წლებში იტალიის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს ხელმძღვანელობდა, ასევე სათავეში ედგა 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტს. 2019 წლიდან მალაგო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრია.